LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამამ კობი ბრაიანტს მიბაძა (ვიდეო)

77

ბარაკ ობამამ კობი ბრაიანტის გამოსამშვიდობებელი ჟესტი გაიმეორა.
აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში პრესისთვის გამართულ ბოლო ვახშამზე ოვაციები დაიმსახურა.
გამოსვლის ბოლოს ობამამ ორი თითი მიიდო ტუჩებთან და მიკროფონი ხელიდან გააგდო სიტყვებით Obama out.
სწორედ ასე დაემშვიდობა გულშემატკივრებს „ლეიკერსის“ ლეგენდარული მცველი კობი ბრაიანტი. კალათბურთელმა ორი თითი მიიდო ტუჩებზე და თქვა: Mamba out.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ორი ვადის შემდეგ ბარაკ ობამა თეთრ სახლს დატოვებს.
კობი ბრაიანტმა კი დიდებული კარიერა ახლახან, აპრილში დაასრულა, მან NBA-ში 19 სეზონი ითამაშა.

 

https://www.youtube.com/watch?v=NdVVJibX5FA

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები