LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს შორის ორი ფოტოთი გადმოცემული განსხვავება

147

დაახლოებით ერთსა და იმავე სიტუაციაში გადაღებული ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის სურათების შედარება სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა.

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატის ფოტოები წვიმაშია გადაღებული. ბარაკ ობამა ქოლგის გარეშე მიდის თავსხმა წვიმაში, ქოლგის ქვეშ შეფარება კი – ცოლს, მიშელს დაუთმო. დონალდ ტრამპი კი წვიმაში გადაღებულ ფოტოში ვარცხნილობას წვიმისგან ქოლგით იცავს, მის უკან კი ქალს წვიმა ასველებს.

პოსტი „ტვიტერზე“ 2 ათასჯერ გააზიარეს.

capture