LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარამიძე : შეცდომა იყო, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმებული ვარიანტი არ მივიღეთ

54

„ჩვენი შეცდომა იყო, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმებული ვარიანტი არ მივიღეთ და დღეს ეს სანანებლად ნამდვილად გვაქვს“,-  ამის შესახებ გია ბარამიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აქვე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ურჩია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების შეცდომა გაითვალისწინონ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო და არასაპარლამეტო ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლითაც მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და პარლამენტის 150 მანდატიდან, 75 – ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 – სამხარეო-პროპორციული სისტემით გადანაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები