LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათაშვილის აღმართზე ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა

43

ბარათაშვილის აღმართზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაარღვია და რიყის პარკში გადავარდა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილში მყოფი პირი არ დაშავებულა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლის თქმით, მას უკნიდან ცემენტმზიდი შეეჯახა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ინერციით გზიდან გადავარდა.

შსს-ს ცნობით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები