LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

38

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში, 92  წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა და დროის გატარება ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაწყვიტა.

დღეს საჯარო დაწესებულებებზე, სამხედრო ობიექტებზე, ასევე, საზღვარგარეთ ამერიკის საელჩოებზე დროშები დაშვებული იქნება.

ბარბარა ბუშის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები