LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარბერის“ პალტო ლგბტ პირების მხარდასაჭერად კარა დელევინმა წარადგინა (ფოტო)

209

ნიუ-იორკის მოდის კვირეული ლეგენდარული ბრენდის, „ბარბერის“ კოლექციის ჩვენებით დაიხურა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი გახდა პოდიუმზე 25 წლის მოდელის, კარა დელევინის გამოსვლა, რომელმაც ბრენდის ცისარტყელას ფერებში მორთული პალტო წარმოადგინა და ამით გამოხატა მხარდაჭერა LGBT პირების მიმართ. საინტერესოა, რომ ცისარტყელას ფერებში „ბარბერიმ“ რამდენიმე კოსტიუმი წარადგინა, რასაც მაყურებლის მხრიდან მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.

ჩვენებას წინა რიგებიდან ადევნებდნენ თვალს ნაომი ქემბელი, სიენა მილერი, კეით მოსი, იდრის ელბა და სხვა ვარსკლავები. შეგახსენებთ, რომ წინა წელს კარა დელვინმა საკუთარი ორიენტაციის შესახებ განახაცადა და თქვა, რომ ის ბისექსუალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები