LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარნოვის ქუჩაზე 22 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

101

თბილისში, ბარნოვის #77-ში 22 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, – აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

„გოგონას, რომელსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელი გამოჭრა, 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ. 22 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირვები იყო. გარდაცვლილის მშობელი და ნათესავები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები. შსს ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს“, – წერს ტელეკომპანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები