LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

134

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ერთი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული .., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან..-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. ..- მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით შაბათს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები