LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარნოვზე გერის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

42

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

დაკავებულს ადვოკატი იზოლატორში შეხვდება. ვეფხია ბაქრაძეს ბრალს სავარაუდოდ დღესვე, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

ბაქრაძე დაკავების შემდეგ ქალაქის მთავარ სამმართველოში, იზოლატორში იმყოფება სადაც ბრალის წარდგენა ადვოკატის თანდასწრებით მოხდება.

დაკავებულის პროკურატურა კი სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იმყოფებოდა. მკვლელობა სახლში ბავშვების თვალწინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა შურისძიება იყოს. ოჯახის წევრების თქმით, ბაქრაძე ყოფილ ცოლს შვილის მკვლელობით ემუქრებოდა.

დაღუპულის ყოფილი მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები