LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბარს მოკიდონ ხელი და დარგონ მეტი ხე” – ნარმანია ოპოზიციაზე

78

დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიციას გული შესტკივა თბილისზე, დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, უმჯობესია, „ბარს მოკიდონ ხელი“. თბილისის მერმა დღეს ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ლისის ტბის მიმდებარედ წიწვოვანი ტყე განგებ დაწვეს.

”ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში, ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია მათი ასეთი ქცევა, როცა ისევ დეზინფორმაციებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნებოდა ჯერ საკითხში გაერკვნენ, მოგვისმინონ ჩვენ და მერე გააკეთონ განცხადებები. კიდევ უფრო უკეთესი იქნება საერთოდ, ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენთან ერთად გაამწვანონ ჩვენი ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე. თუ ასე შეტკივათ გული ჩვენს ქალაქზე და მის გამწვანებაზე, გაამწვანონ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დამწვარი ხეების შესახებ ვიდეო „ფეისბუქით“ გუშინ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები