LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსას სტადიონს სახელს უცვლიან: ნოუ კამპი მარტო ნოუ კამპი არ იქნება

243

ცნობილი გახდა, რა თანხას მიიღებს “ბარსელონა” ახალი სპონსორისაგან. ამასთანავე “კამპ ნოუს” ახალი სახელწოდებაც გახმაურდა.

Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ფარმაცევტულ კომპანია გრიფოლსთან მართავს მოლაპარაკებებს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – კატალონიელები 400 მილიონ ევროს მიიღებენ, სტადიონს კი “კამპ ნოუ გრიფოლსი” დაერქმევა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ფაქტობრივად უკვე შეთანხმდნენ დეტალებზე და მათ შორის 30-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები