LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა ჩემპიონიც გახდება და ლიგასაც მოიგებს: მესის საიუბილეო გოლი

48

ლეო მესიმ “ბარსელონას” 6000-ე გოლი გაიტანა. 9 წლის წინ სწორედ არგენტინელმა გაიტანა 5000-ე გოლი.

“ბარსამ” პრიმერას პირველი ტურის შეხვედრაში 3:0 მოუგო “ალავესს”, აქედან ორი გოლი სწორედ გუნდის ახალმა კაპიტანმა შეაგდო.

პირველი გოლი საიუბილეო გამოდგა – 6000 – კატალონიური გრანდისთვის ესპანეთის ჩემპიონატში.
2009 წელს მესიმ შეაგდო კლუბის 5000-ე გოლი ჩემპიონატში.

სხვა საიუბილეო გოლები გაქონდათ მარკოს აურელიოს (1000 – 1950 წ), პედრო საბალიას (2000 – 1964 წ), კინის (3000 – 1982 წ) და გილერმო ამორს (4000 – 1996 წ).

 

მარტო ეს არ არის.
იმ სეზონებში, როდესაც მესის პრიმერაში “ბარსელონას” პირველი გოლი გაქონდა, კატალონიელები ჩემპიონებიც ხდებოდნენ და ჩემპიონთა ლიგასაც იგებდნენ.

მესის გაუტანია პირველი გოლები 2008/09; 2010/11 და 2014/15 წლების სეზონებში. ყველა ჯერზე “ბარსელონა” დუბლს აკეთებდა, ჩემპიონატსაც იგებდა და ლიგასაც. ორჯერ “ბარსამ” თასის მიამატა.

საერთო ჯამში, მესის 4 მოგება აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაზე.
“ბარსელონამ” ბოლო 10-დან 7-ჯერ მოიგო ქვეყნის პირველობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები