LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა ტურისტებისთვის უსაფრთხოა? – რა გავლენას ახდენს კატალონიის კრიზისი

111

ბარსელონაში გასულ კვირას განვითარებული მოვლენები: არაკანონიერი რეფერენდუმი და დამოუკიდებლად გამოცხადებული კატალონია, ბარსელონაში ტურისტული სეზონის ფონზე წარიმართა.

დაპირისპირებამ პოლიციასა და კატალონიის მოქალაქეებს შორის, ევროპა კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში.

რეგიონის დამოუკიდებლობას ამ დაპირისპირების და წინააღმდეგობის მიუხედავად ორმა მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. კატალონია კი პოზიციას არ იცვლის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობს, რითიც იმედს უცრუებს ესპანეთს და ევროკავშირს.

ტურისტები კი ამ ყველაფერს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ, თან შორიდან, რაც ბარსელონაში სასტუმროს ჯავშნებზე აისახა.

“უკვე არის რაღაც გაურკვევლობები. ეს ყველაფერი ნამდვილად ცუდად აისახება ჩვენზე”, – განაცხადა ბარსელონას ტურისტული აპარტამენტების ასოციაციის პრეზიდენტმა ენრიკე ალკანტარამ, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.

ბარსელონაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელის დირექტორი პერიკო კორტესი ჟურნალისთებთან კიდევ უფრო გულწრფელ განცხადებას აკეთებს.

“თუ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარირება მოხდება, ეს ბოლო რამდენიმე კვირის დესტრუქციული ამბების კულმინაცია იქნება. ამ მთლიან პროცესს დიდი და დამღუპველი გავლენა ექნება ინდუსტრიაზე… ტურისტულ ინდუსტრიაზე. ეკონომიკა შენელდება და ხალხი დასვენებაში ნაკლებ ფულს დახარჯავს. ისინი რესტორნებში აღარ ივლიან”, – აღნიშნა მან.

 

“კარგი ამბავი” ტურისტებისთვის

წყნარი ქალაქი, სასტუმროს ოთახების დიდი არჩევანი და სავარაუდოდ დაბალი ფასები – ეს, რა თქმა უნდა, შესაძლოა, კარგი ამბავი იყოს იმ ტურისტებისთვის, ვინც ბარსელონაში წასვლას მაინც გადაწყვეტს.

ბიზნესი “ოპტიმიზმის” შენარჩუნებას ცდილობს

ერთ-ერთი ახალგახსნილი ბარის მეპატრონე ამბობს, რომ მის ბარში პოლიტიკაზე და არეულობაზე არ საუბრობენ.

“მაშინ როცა კატალონიაში ეს ამბები ხდებოდა, ჩვენთან ამაზე საუბარი არავინ ისურვა. განტვირთვისთვის თითო კათხა ლუდი და წახემსება საკმარისი აღმოჩნდა”, – განაცხადა ბარის მეპატრონემ, რომელიც იმედოვნებს, რომ ტურისტების რაოდენობა ამ არეულობის გამო არ შემცირდება.

ამ ოპტიმისზმის საფუძველს კატალონიელების დამოკიდებულებად იძლევა. უმეტესი მათგანი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მხარს უჭერს.

და მაინც… რეალურად, რა მოხდება მომავალში არავინ იცის…

 

სხვა რეგიონებზე მსგავსი მოვლენები უარყოფითად არ ასახულა

 

სერბეთის პროვინცია – კოსოვო

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სხვადასხვა მიღწევების გარდა, კოსოვო კვლავაც ბევრი პრობლემის წინაშე დგას, რომელთა შორის უმთავრესი უსაფრთხოების საკითხია. კოსოვოში სხვა პრობლემებიც არსებობს – უმუშევრობა 45 პროცენტს შეადგენს და ქვეყანაში კორუფციის მასშტაბები საკმაოდ მაღალია. კარგი ამბავი კი ისაა, რომ რეგიონში მშვიდობა შენარჩუნებულია და ქვეყანას პირველი ქალი პრეზიდენტი ყავს. 

ამასთან, მას შემდეგ, რაც კოსოვოში საომარი მოქმედებები დასრულდა და დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქვეყანაში ტურისტთა ნაკადი გაიზარდა.

ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა მოგზაურებს სავიზო რეჟიმის სიმარტივით, საინტერესო მარშრუტებითა და არქიტექტურის იმ ძეგლებით იზიდავს, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ომის მიუხედავად პრაქტიკულად არ დაზიანებულა.

კოსოვოში ჩასული ტურისტების განცხადებით, ადგილობრივები მოგზაურებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ეპყრობიან. პარალელურად, კოსოვოს ხელისუფლება ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის აქტიურ განვითარებას გეგმავს.

 

მონაკო 1861 წელს გახდა დამოუკიდებელი საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. 

ამის მიუხედავად საფრანგეთისა და მონაკოს საზღვარზე არანაირი საბაჟო არ ფუნქციონირებს, რაც თავისუფალ მიმოსვლას აადვილებს.

მონაკო ტურისტებს იზიდავს ულამაზესი პლიაჟებით, მუზეუმებით, ტროპიკული აკვარუიმებითა და კაზინოებით.

მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი. ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს მისი კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი (მონაკოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიიღონ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ანუ აკრძალული აქვთ კაზინოში თამაშიც).

ტურისტული ნაკადის მხრივ თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა იტალიაში მდებარე დამოუკიდებელ სან–მარინოს რესპუბლიკაში, აქაც ქვეყნის ძირითად შემოსავლის წყაროს ტურიზმი წარმოადგენს.

 

 

ჩრდილოეთ კვიპროსი

საერთაშორისო სამართლით არაღიარებული სახელმწიფო, რომელსაც კუნძულის მესამედი უჭირავს.

1975-1983 წლებში ამ ტერიტორიას„ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფო“ ერქვა. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩრდილოეთი კვიპროსი ცნო.

გაეროს მიერ აქ ბუფერული ზონებია შექმნილი, რომელიც ერთმანეთისგან ორ ტერიტორიას გამოყოფს, ამ ტერიტორიების მმართველი გაერთიანებული სამეფოა.

კვიპროსის ეს “დამოუკიდებელი” ნაწილი, ნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა ტურისტებისთვის, რომლებიც სიწყნარეს, მეტ სიმწვანეს და დაბალ ფასებს ეძებენ, იდეალურია. აქ ბევრი სასტუმრო მოქმედებს, “მეორე კვიპროსისთან” შედარებით დაბალი ფასებით, თუმცა სანაპიროები ნაკლებად ლამაზი და მოწესრიგებულია. ასევე შედარებით ნაკლებია ღირსშესანიშნაობები და მეტია დანგრეული და მოუვლელი სახლები.

ბუფერულ საზღვარზე გადასვლის პრობლემა ტურისტებს არ აქვთ, თუმცა მათ პრობლემები ექმნებათ საბანკო ბარათების გამოყენებასა და საბერძნეთის მესაზღვრეებთან სასტუმროს ჯავშნის ჩვენების დროს.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები