LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა ყველაზე გულუხვია: ვინ იხდის დიდ ხელფასებს

77

მოთამაშეთა საშუალო ხელფასის ოდენობით ევროპულ კლუბებს შორის ”ბარსელონა” ლიდერობს. სამეულში ასევე პსჟ და მადრიდის ”რეალი” შედიან.

”ბარსელონას” ფეხბურთელების საშუალო ხელფასი 7,4 მლნ. ევროა. Sporting Intelligence-ის ინფორმაციით, მეორე ადგილს ამ მაჩვენებლით პსჟ იკავებს, რომელიც ფეხბურთელებს თვეში საშუალოდ 7,3 მლნ ევროს უხდის. მესამე ადგილს ”სამეფო კლუბი” 6,9 მლნ ევროთი იკავებს. ტოპ 10-ში ამ სამეულის გარდა მოხვდნენ:

”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”მანჩესტერ სიტი” და ”ბაიერნი” – 5,8 მლნ ევროთი, ასევე ”იუვენტუსი” – 5,4 მლნ ევრო, ”ჩელსი” – 4,9 მლნ ევრო, ”არსენალი” – 4,5 მლნ ევრო და ”ატლეტიკო” – 4,2 მლნ ევრო.

აღსანიშნავია, რომ ტოპ 20-ში ინგლისის პრემიერლიგის 9 კლუბი მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები