LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას პრეზიდენტი დააპატიმრეს

83

”ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრეს. ესპანეთის პოლიციამ და ნაციონალურმა გვარდიამ კატალონიაში ჩატარებული ოპერაციის მსვლელობის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს 9 შენობა, სადაც ეჭვმიტანილთა სახლები და ოფისები მდებარეობდა.

სანდრო როსელს ბრალი 15 მლნ ევრომდე ოდენობის თანხის გათეთრებაში ედება, რომელიც ბრაზილიის ნაკრების საიმიჯო უფლებების ყიდვით მისმა კომპანიამ მიიღო.

ამავე საქმეში ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, რიკარდო ტაიშეირას სახელიც ფიგურირებს, თავად როსელს კი კანონთან პრობლემები აქვს ნეიმარის ”სანტოსიდან” ”ბარსელონაში” ტრანსფერის თაობაზეც. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ტრანსფერი 2013 წელს შედგა.
ესპანეთის პროკურატურა სანდრო როსელისათვის თავისუფლების 5 წლის ვადით აღკვეთას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები