LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას შვარცნეგერი ესტუმრა და მაისურიც მიიღო

96

არნოლდ შვარცნეგერი ”ბარსელონას” მუზეუმს ესტუმრა.
ლეგენდარულმა მსახიობმა და ბოდიბილდერმა თავისი ყოველწლიური ტურის ”არნოლდი ევროპის კლასიკა”-ს ფარგლებში ბარსელონაში ყოფნის დროს კლუბის მუზეუმი მოინახულა.
”მისტერ ოლიმპიას” ტიტულის 7-გზის მფლობელმა ”ბლაუგრანასგან” საჩუქრად კლუბის მაისური მიიღო.

”ბარსელონას” დიდებული ისტორია აქვს. ეს გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და მასში მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიან. შესაძლებლობა ვწვეოდი ”კამპ ნოუს” და ყველა ტროფეი ჩემი თვალით მეხილა, მართლაც დიდი საჩუქარია”,- აღნიშნა არნოლდმა ”ბარსელონას” ოფიციალურ საიტთან გაკეთებულ კომენტარში.

შვარცნეგერის ფილმოგრაფია უამრავ ფილმს ითვლის, განსაკუთრებით კი იგი ცნობილია ”ტერმინატორში” შესრულებული როლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები