LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთში 6 ჩეჩენი აიყვანეს

70

ესპანეთში განხორციელებულ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილები საფრანგეთში დააკავეს. ფრანგმა სამართალდამცველებმა, დაკავების ოპერაცია ქვეყნის სამ პროვინციაში ერთდროულად განახორციელეს.

1tv.ge ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულია წარმოშობით ჩეჩენი, სულ მცირე ექვსი პირი.

შეგახსენებთ, ბარსელონაში, 2017 წლის 17 აგვისტოს რამბლეს ქუჩაზე ფურგონი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. მოგვიანებით, იმავე დღეს, ტერორისტები ბარსელონადან 120 კილომეტრის დაშორებით, კამბრილისშიც შეეცადნენ ანალოგიური თავდასხმის მოწყობას. საერთო ჯამში თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 130 -მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. პოლიციამ რვა ისლამისტის ლიკვიდაცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები