LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ავტომობილი ხალხში შევარდა – არიან დაშავებულები

45

ბარსელონაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე – რამბლაზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თავდასხმისთვის ჯერჯერობით ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები ხალხს მოუწოდებენ, ამ ტერიტორიას მოერიდონ.

ხალხი თავს მაღაზიებსა და კაფეებს აფარებს. “როიტერის” ცნობით, დახურულია ახლოსმდებარე მეტროები.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შეჯახების დროს დიდი ხმა და ხალხის კივილი ისმოდა.

“ვფიქრობ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა მანქანა. პანიკა იყო… ეს საშინელებაა”, – განაცხადა 20 წლის ადგილობრივმა სტუდენტმა, რომელიც შემთხვევას შეესწრო და ახლა თავს სტარბაქსის კაფეს აფარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები