LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ჩარჩენილი ვიზეარის მგზავრი: 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოგვათავსეს, ALL-ით

203

27 ივნისს, ავიაკომპანია “ვიზეარის” ბარსელონას რეისები გაუქმდა. მიზეზად, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.

თამუნა ჯანელიძე “ვიზეარის” იმ მგზავრებს შორისაა, რომლებიც ბარსელონადან ქუთაისში რეისის გაუქმების გამო ვერ გამოფრინდნენ. როგორც ჩანს, ქუთაისში ჩარჩენილი მგზავრებისგან განსხვავებით, ბარსელონაში მყოფები უკეთეს მდგომარეობაში არიან.

როგორც ჯანელიძე “ფორტუნასთან” ამბობს, კომპანიამ ისინი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განათავსა და კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყო.

მიუხედავად ამისა, ჯანელიძე ამბობს, რომ პრობლემები მაინც აქვს, რადგან სამსახურში დროულად ვერ დაბრუნდა და შვებულების დღეების დამატება მოუწია.

ბარსელონაში ჩარჩენილი მგზავრი ჩვენთან საუბარში ასევე ამბობს, რომ დასასვენებლად ბავშვებთან ერთად იმყოფება და კვების, ტრანსპორტის და საცხოვრებლის უზრუნველყოფის მიუხედავად, დამატებითი ხარჯი მაინც აქვს.

“ვართ სასტუმრო რამბლა კატალუნიაში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფილები ვართ, თუმცა ეს ძვირიანი ქალაქია და ხარჯი მაინც არის. თან მე ბავშვებთან ერთად ვარ აქ,” – განაცხადა ჯანელიძემ “ფორტუნასთან”.

ფრენა 2 ივლისამდე გადაიდო. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სიტუაციაში უკეთ გარკვევას და wizzair-ისთვის კომპენსაციის მოთხოვნასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით, უამრავი კრიტიკული პოსტი დაიწერა, განსაკუთრებით ქუთაისში მყოფი მგზავრებისგან. რადგან ისინი ბარსელონაში მყოფებისგან განსხვავებით, რთულ ვითარებაში იმყოფებოდნენ. 24 საათის განმავლობაში აეროპორტში მიუწიათ ყოფნა, წინასწარ დაჯავშნილი მომსახურების გამო კი უამრავი პრობლემა შეექმნათ:

თამთა უთურგაშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები