LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში გაქცეულ ტერორისტს ეძებენ

92

ბარსელონაში გაქცეული ტერორისტის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მანქანის მძღოლს ეძებენ, რომლითაც ტერორისტებმა ფეხით მოსიარულეებს გადაუარეს.

გამოძიების ვერსიით, მძღოლმა ტერაქტის შესრულების დროს მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

კატალონიის პოლიციის უფროსის განცხადებით,  გამოძიებას უკვე ორი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ თავდასხმასთან.

პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის – დრის უბაკირის ფოტოც გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტებს მის სახელზე მანქანა ჰქონდათ ნაქირავები. 20 წლის დრის უბაკირი მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა.

ბოლო მონაცემებით, მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ესმხხერპლა და 119 დაშავდა. კატალონიის ავტონომიის ხელმძღვანელმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადდა. დაღუპულებს დღეს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12 საათზე წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები