LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში პოლიციამ ტერაქტში ბრალდებული დააკავა

29

ბარსელონაში ტერაქტის ორგანიზებაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. ესპანური მედიის ინფორმაციით, სავარაუდო ტერორისტი ფურგონის ტიპის მანქანას მართავდა.

Newsweek En Espanol-ი ტერაქტში სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი დაღუპულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა.

მედიით გავრცელდა სავარაუდო დამნაშავის ფოტოც.

ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გაზრდილი. მომხდართან ახლოს ხალხი პოლიციის ესკორტის გარეშე ვერ გადაადგილდება.

ბარსელონაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე – რამბლეზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები