LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანი – მსოფლიოში ყველაზე ბნელი მიწისქვეშა კლუბი”-ქართულ კლუბზე Wmagazine წერს

1061

ღრმად მიწის ქვეშ, “ბასიანზე” – ცნობილმა გამოცემამ Wmagazine “ბასიანი” მსოფლიოში ყველაზე ბნელ მიწისქვეშა კლუბად დაასახელა.

იმისთვის, რომ ცნობილი ღამის კლუბი ეპოვა ამერიკელ ჟურნალისტს, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ბოლოს ადგილს ტექნომუსიკის ხმებით მიაგნო. ჟურნალისტი წერს, რომ დინამოს სტადიონის მიწისქვეშეთში მოსახვედრად,  საკმაოდ გრძელი დერეფნის და რამდენიმე “ფეისკონტროლის” გავლა დასჭირდა.

“ზოგადად კლუბში შეღწევა არც თუ ისე ადვილია, რადგან მისი მფლობელები ყველანაირად ცდილობენ, რომ აგრესიული ადამიანებისგან თავი დაიცვან, შესაბამისად, “ფეისკონტროლი”საკმაოდ მკაცრად მუშაობს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ კლუბმა ძალიან დადებითი იმიჯი შეიქმნა და გარდა ამისა, სახელი მთელ მსოფლიოშიც გაითქვა. როგორც ცნობილია, ხშირად ბევრი დიჯეი “ბასიანზე” დასაკრავად ისე ჩადის, რომ საქართველოზე წარმოდგენაც კი არ აქვს და რომ არა ღამის კლუბი, ალბათ თბილისში არც არასდროს ჩავიდოდა,”-წერს გამოცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები