LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანი” შემოწირულობებს აგროვებს: დაგვეხმარეთ, დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს წინააღმდეგ

100

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლები Facebook-ზე განცხადებას ავრცელებენ და გულშემატკივრებს შემოწირულობის შეგროვებას სთხოვენ, იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავები დაიწყოს.

www.bassiani.com/donate -ის საშუალებით გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI / HOROOM გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ- წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა.

ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს

https://www.facebook.com/bassiani/posts/2020292678231071

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები