LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანის” დამფუძნებელი: 7 გამსაღებელს შეეწირა მსოფლიოში საუკეთესო სცენა

84

„პირადად მე ჩემს არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ამიტომ ჩემი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და პრინციპული იმიტომ, რომ 7 გამსაღებელს, რომლებიც დაჭერილი არიან კლუბის ტერიტორიის გარეთ, სხვადასხვა უბნებში, შეეწირა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სცენა“, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. ის არნიშნავს, რომ  მისთვის მინისტრ გიორგი გახარიას  ბოდიში საკმარისი არ არის და  მოითხოვს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომელთაც, მისივე თქმით, მსოფლოში საუკეთესო სცენა შეეწირა.

კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ  ის იყო პირველი, რომელმაც ბოლო დროს საქართველოში შემოსულ ახალ საშიშ ნარკოტიკზე განგაში ატეხა და რამდენჯერმე მიმართა შესაბამის უწყებებს ყურადღება მიექციათ ამ ფაქტისთვის, მაგრამ პასუხი თანამშრომლობის და ადეკვატური რეაქციის ნაცვლად იყო კლუბის „დასჯის“ ოპერაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები