LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანის” კიდევ ერთი მფლობელი, ნაჯა ორაშვილი დღეს დაკითხვაზე დაიბარეს

196

პოლიციის სამმართველოში კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა ისევ განახლდა. უწყებაში დღეს “ბასიანის” კიდევ ერთი მფლობელი, ნაჯა ორაშვილია დაბარებული. გამოკითხვა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული.

“იქნება ისევ ის სტანდარტული კითხვები და რაში სჭირდებათ 6 ადამიანისგან ერთი და იგივე ისტორიები, არ ვიცი. ეს სტანდარტული პროცედურის ნაწილია, თუ ერთ-ერთი მეთოდი, არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი, ეს მასკარადი უნდა დასრულდეს. არ ვიცი რას ემსახურება და რა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ამდენი ხანი,” – აცხადებს კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია “რუსთავი 2”-თან.

უწყებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იკითხებოდნენ, როგორც “ბასიანის,” ისე კაფე “გალერის” დამფუძნებლებიც. გამომძიებლების კითხვები ძირითადად კლუბების საქმიანობას შეეხებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები