LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბასიანის“ წევრების დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

89

პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბ „ბასიანის“ წევრების დაჭრაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს მეორე ინსტანცია განიხილავდა.

ქვლივიძის ადვოკატი ამბობს, რომ სამი პირი იმის გამო დაჭრა, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ის თავს იცავდა.

თავად ბრალდებულმა დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები