LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბასიანსა“ და “გალერიში“ ნარკოტიკები იყიდებოდა – ნათია მეზვრიშვილი

81

პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა – მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

“ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო – ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არა ერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა – დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყოს ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და კლუბში დაკავებულია დაცვის უფროსი, რომელიც გასაღებაში ერთ-ერთი ბრალდებული პირია.

“კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები – 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება და ის თუ რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებებია, ამას დამატებით გაცნობებთ,“ – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები