LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი – ლევან გოგიჩაიშვილი

85

“ბატონო ბოკერია თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი,”– ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრს გიგა ბოკერიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ.

“ყველა თქვენი კითხვა, გამოსვლა, ძალიან შეურაცხმყოფელია. ვფიქრობ, თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი წარმოუდგენელია,”– განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამის შემდეგ მან პრემიერს ოკუპაციასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და განაცხადა, რომ ეს მემკვიდრეობა ქართული ოცნების ხელისუფლებას, მათგან “მარცხნივ მჯდომებმა” დაუტოვეს. ლევან გოგიჩიშვილი დაინტერესდა ჟენევის ფორმატის გაფართოების საკითხით და დაინტერესდა, რას გულისხმობს ამაში პრემიერმინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები