LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბატონო და მეგობარო ძალიან გვიყვარხართ”- ივანიშვილს კურტანიძე დაბადების დღეს ულოცავს

95

დღეს ყოფილი პრემიერის და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ივანიშვილი 62 წლის გახდა

სპორტსმენი და პარლამენტარი ლუკა კურტანიძე მას დაბადების დღეს ასეთი ტექსტით ულოცავს:

“ვფიქრობდი აღმენიშნა თუ არა საჯაროდ რომ დღეს ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა? ! ბევრი ფაქტორის გამო… პირველი იმიტომ რომ თვითონ არ უყვარს მასზე რომ ამბობენ.,მეორე კი ის რომ ვიღაცეები იტყვიან პირფერობსო და სხვა. ..მაგრამ ერთია მთავარი მართალი სიტყვა, საქმით, ქმედებით, თავდაბლობით და სიყვარულით ფასდება! ამ ღირებულებიდან გამომდინარე მინდა უდიდესი ძმური სიყვარულით ვუსურვო ერის კაცს ბიძინა ივანიშვილს ულევი ჯამრთელობა, სიყვარული, სიმხნევე და ულევი ბედნიერება სამაგალითო ოჯახთან ერთად! ბატონო და მეგობარო ძალიან გვიყვარხართ”,- წერს ლუკა კურტანიძე.

ივანიშვილი  1965 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაიბადა. ბიზნესმენი 2012-13 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ კი საჯარო ცხოვრებას კვლავ მოწყდა და ბიზნეს საქმიანობა განაგრძო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები