LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონო მერო, არ მსჯელობთ სამართლიანად, შანტაჟი მეტროს მოუწყო მერიამ და არა პირიქით – დავით მესხიშვილი

117

“ბატონო მერო, არ მსჯელობთ სამართლიანად, შანტაჟი მეტროს მოუწყო მერიამ და არა პირიქით,” – “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით, თბილისის მერს სოციალურ ქსლეში, ღია წერილით მიმართავს.

“ვიცნობ რა მეტროს პრობლემებს ზედმიწევნით კარგად, მათი არცერთი თხოვნა არ იქნა შესრულებული 2 წლის განმავლობაში. თქვენ და თქვენი მოადგილეები ნაცვლად პრობლემების გადაჭრისა ამბობდით: “თუ ვინმე გაიფიცება ჩავანაცვლებთო” ან “მეტროს როცა მინდა გავაღებ და როცა მინდა დავკეტავო” და სხვა. დღესაც კი ვერ გაგიგიათ, რომ მათი პრობლემები უნდა გადაჭრათ და მუქარის ტონით საუბარი თქვენვე გიბრუნდებათ ცუდად უკან. სამარცხვინოა თან არასერიოზული იმის მცდელობა, რომ მეტროს თანამშრომლები დააპირისპიროთ მოსახლეობასთან, თითქოსდა მემანქანეები მგზავრობის გაძვირებას ითხოვენ ურცხვი ტყუილია ეს!!!ამასობაში სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა 40 დღეში 13 400 ლარი გამოიწერა ხელფასად,”-წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები