LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბათუმელებს რა ვუქენი? ბათუმი ავაღორძინე, ნაძირალა!”-სააკაშვილი თვითმფრინავში ანანიძემ გააბრაზა

69

თვითმფრინავით მგზავრობისას  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცოტნე ანანიძემ სააკაშვილს 2011 წლის 26 მაისს მოვლენები,ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა და ციხეში განვითარებული მოვლენები შეახსენა.

“ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა არ გახსოვთ, არც ჩვენი დაჭერა? დაჭერები, ციხის ამბები, საქართველოში რაც ხდებოდა, აღარ გახსოვთ, ბათუმელებს რა უქენით?” – ეუბნება ანანიძე სააკაშვილს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს:

“ბათუმელებს რა ვუქენი? ბათუმი ავაღორძინე, შე ნაძირალა!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები