LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი–ასტანის მიმართულებით შესაძლოა, დამატებითი ფრენები დაინიშნოს

63

ბათუმი–ასტანის მიმართულებით, არსებული ჩარტერული და რეგულარული სეზონური ავიაფრენები იყო აჭარის ა.რ. მთავრობის დელეგაციისა და ყაზახეთის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა.

მხარეებმა განიხილეს უახლოეს პერიოდში დამატებითი ფრენების შემოღების შესაძლებლობები. ყაზახურ მხარესთან მზაობა და თანხმობა აღნიშნული საკითხისადმი მიღწეულია. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეხვედრაზე იქნა მიღებული, დაინტერესებული ბიზნესმენების საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ვიზიტს უკავშირდება.

ყაზახეთის ეროვნულ პალატაში გამართულ შეხვედრას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა მზად არის უმასპინძლოს ყაზახ ბიზნესმენებს და საინფორმაციო ტურის ფარგლებში ადგილზე გააცნოს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო გარემო.

https://www.youtube.com/watch?v=Ob2CUyII2GA&feature=youtu.be

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები