LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

26

ბათუმი – ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი, სამივე მათგანს გულმკერდისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტი მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები