LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

29

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვირაბთან ცოტა ხნის წინ მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები