LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი და ხელვაჩაური ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი

71

ბათუმი და ხელვაჩაური ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი, როგორც აჭარიდან „ფორტუნას“ კორესპონდენტი იუწყება, გუშინ ღამით  50 ათასამდე აბონენტს ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად მოულოდნელად შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება.

ბათუმში გუშინ ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იყო, მოსახლეობა გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ბუნებრივი აირის და შესაბამისად, გათბობის არქონის გამო ბათუმში 24 საჯარო სკოლასა და ხელვაჩაურის 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

აჭარის მთავრობაში და კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ავარია ლიკვიდირებულია, გაზმომარაგების სრულ აღდგენას კი 2 დღე დასჭირდება.

ამჟამად ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირი 3 500 აბონენტს მიეწოდება, დღის ბოლოსთვის კი მომარაგება 35 ათასს აბონენტს აღუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები