LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმი-გოდერძის მიმართულებით ვერტმფრენი იფრენს

119

კურორტი გოდერძის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2017 -2018 წლებში დაგეგმილია კურორტის შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა რომლის ბიუჯეტიც 8 მილიონი ლარია. ამასთან, დაგეგმილია ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა. ადგილზე მოეწყობა 112-ის შენობაც.

ამასთან, კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ტრადიცული ღონისძიებების გამართვა (სამთო ველო სპორტში, Off-Road, Goderdzi Ethno Fest“ და ა.შ) 2017 წლის ბიუჯეტში – 80 000 ლარით განისაზღვრა.

ამოქმედდება ადიგენის მიმართულებით ყოველდღიური სამარშუტო კეზბორიც (12 ადამიანი) 2017 -2018 წლის ბიუჯეტი – 24 000 ლარია, ასევე ბათუმი – გოდერძის მიმართულებით იფრენს სამარშუტო ვერტმფრენი (6 ადამიანი). 2017-2018 წლის ბიუჯეტი – 300 000 ლარია. ფრენები სავარაუდოდ, 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყება და საკურორტო სეზონის დასრულებამდე (დაახლოებით 4 თვე) გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები