LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტის სხვადასხვა კუთხით განვითარება განიხილება

560

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, შარშანდელი წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ძალიან წარმატებული იყო და მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ წლევანდელ ზაფხულს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდეს.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წელს 59 %-ით გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა. მარტო ზაფხულის პერიოდში ამ აეროპორტით 100 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რისთვისაც აეროპორტის მენეჯმენტმა ძალიან ბევრი იმუშავა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ წლევანდელ ზაფხულს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდეს. რაც შეეხება განვითარებას სხვა კუთხით, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“,- განაცხადა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები