LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს

72

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. დღეიდან არც ერთ ავტობუსში კონდუქტორი აღარ იმუშავებს და შესაბამისად, მგზავრები ბილეთს ვეღარ შეიძენენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

უბილეთო მგზავრებს კონტროლიორები დააჯარიმებენ, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა გაჩერებაზე გააკონტროლებენ.

ელექტრონული ბარათის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ავტობუსებშია გამოკრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები