LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ჯაზფესტივალის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო!..

140

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი წელს მეთერთმეტედ გაიმართება. ჯაზფესტივალის პროგრამა ცნობილია. მისი ჰედლაინერი გახლავთ ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაი“, მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან გიპ-ჰოპ ჯგუფი „დე ლა სოული“ და ჯოს სტოუნი. ეს ცენტრალური სამი კონცერტია, რომლებიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. სპეციალურად ამ დღეებისთვის ორგანიზატორებმა საკონცერტო სივრცის ზომა გაზარდეს, რომ მეტი ადამიანი დაიტიოს და სამ სექციად დაჰყვეს – ვიაიპი ზონად, ოქროსა და ვერცლის სივრცეებად.

ბილეთების გაყიდვა დღეს დილიდან საიტზე tkt.ge დაიწყო. ერთ მომხმარებელს შეუძლია, მაქსიმუმ 8 ბილეთი შეიძინოს. აბონემენტით, რომელიც 400 ლარი ღირს და „თიბისი სტატუსის“ მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ, სამ ცენტრალურ კონცერტზე დასასწრები აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ, ყველა კონცერტს 1000 ლარად დაესწრებით და ეს ვიაიპი ზონაში მოსახვედრი ადგილებია, რაც შეეხება ცალ-ცალკე კონცერტებს, ჯამიროქუაის ბილეთი – 250 ლარი, ჯოს სტოუნის – 100, ხოლო „დე ლა სოულის“ – 150 ლარი ღირს, თუმცა ამ ბილეთებით მხოლოდ ვერცხლის სივრცეში მოხვდებით.

ბილეთები ჯერჯერობით არის, ასე რომ შეგიძლიათ, ეწვიოთ საიტს და შეიძინოთ. „თიბისი სტატუსის“ ფასდაკლება ყველა ტიპის ბილეთზე მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები