LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ”კარფური” 200 ადამიანს დაასაქმებს

841

”კარფური” საქართველოში ქსელის გაფართოებას აანონსებს. პირველი მარკეტი, რეგიონების მიმართულებით, 2017 წლის ზაფხულში ბათუმში გაიხსნება. შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი ბრენდი საქართველოს სხვა ქალაქებში, სხვადასხვა ფორმატის, ადგილობრივ ბაზარზე ადაპტირებულ ობიექტებს გახსნის.
როგორც ”ფორტუნას” MAF Carrefour Georgia-ში განუცხადეს, ბათუმში პირველი ობიექტი ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ განთავსდება და იქნება Carrefour-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული დიდი სუპერმარკეტი. ობიექტში 200 ადგილობრივი კადრი დასაქმდება.

„Сarrefour აგრძელებს მსხვილ ინვესტირებას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების მიზნით, რომ დაამკვიდროს საცალო ბიზნესში არსებული, მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე დაფუძნებული, უახლესი და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტები”, – განმარტავენ MAF Carrefour Georgia-ში.

კომპანიამ ბათუმის ფილიალისთვის სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიები უკვე გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა CV მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2017 წლის 01 მარტისა უნდა გააგზავნონ.

შეგახსენებთ, უმსხვილესი ფრანგული რითეილერი საქართველოს ბაზარზე 2012 წლის სექტემბრიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები