LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის კინოფესტივალისთვის პროექტების შერჩევა დასრულდა

71

BIAFF კინოფესტივალი ბათუმში უკვე წლებია, იმართება. წელს ის 17-24 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კინოფესტივალზე, ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ 2017 წლის გამოშვებისთვის  პროექტების შერჩევა დასრულდა. არჩეული შემდეგი პროექტები:

„მკვლელობები“ – პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, რეჟისორები სანდრო და ელენე ნავერიანები.

„ნინა“ – პროდიუსერი და რეჟისორი: კოტე თაყაიშვილი.

„ოთარის სიკვდილი“ – პროდიუსერი: ევა ბლონდაუ, რეჟისორი იოსებ ბლიაძე.

„პანთეონი“ – პროდიუსერი: ვატო ქავთარაძე, რეჟისორი არჩილ ქავთარაძე.

„სამგლე“ – პროდიუსერი და რეჟისორი: ივა ფეზუაშვილი.

„უხერხემლო“ – პროდიუსერი და რეჟისორი გიგიშა აბაშიძე.

„ქორწილი ჩემს ქუჩაზე“ – პროდიუსერი და რეჟისორი შოთა გამისონია.

„წყნარი მთა“ – პროდიუსერი: გიორგი თავართქილაძე, რეჟისორი ლუკა ბერაძე.

კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ წარმოდგენილი პროექტების ავტორებს (23-34 სექტემბერს) შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაგზავნონ სამოტივაციო წერილი ალტერნატიული ტალღის იმეილზე – [email protected].

ალტერნატიული ტალღის მხარდამჭერები   –  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები