LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მერია 1 ივლისიდან გადაჭარბებული ხმაურის გამო დაჯარიმებას იწყებს

97

ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი ხმაური მოქალაქეებს აწუხებთ სამსახურებში, ქუჩასა და სახლში, განსაკუთრებით კი ღამის საათებში. გამოწვევას მსოფლიო ჯარიმებითა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებით წლებია ებრძვის.

პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს საქართველოც. გასულ წელს კონტროლი და დაჯარიმების ფუნქცია ხელისუფლებამ თვითმმართველობებს მიანიჭა.

ბათუმის მერია კონტროლს 1 ივლისიდან დაიწყებს, სწორედ თვის დასაწყისიდან გადასცემს ადგილობრივ მთავრობას საპატრულო პოლიცია ხმაურის საზომ აპარატებს. პარალელურად, ფუნქცია რჩება გარემოს დაცვის სამმართველოს, რომელმაც ახლახანს ორი კერძო კომპანია დააჯარიმა.

2017 წელს პარლამენტმა 83 ხმით ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები