LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის სასამართლო 19 საათზე დაიწყება

90

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 19:00 დაიწყება. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან/და მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები