LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის “პლაზასთან” გზა გაიხსნა, აქციის მონაწილეების რაოდენობამ იკლო

40

ბათუმის „პლაზასთან“ გზა გადაკეტილი აღარ არის, ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. ინტერნეტპორტალის ცნობით,  პოლიციამ გზა გახსნა და დერეფანი გააკეთა. იკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამაც.

ბათუმის „საბაგირო გზასთან“ მობილიზებულია პოლიცია.

პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთანაც. “ფორტუნას” კორესპონდენტის ინფორმაციით, მონაწილეები მთავარი სამმართველოს უფროსის გადაყენებას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. რამდენჯერმე მათ შენობაში შეჭრაც სცადეს და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

დღეს აქციებზე სულ 6 ადამიანი დააკავეს.

ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. „ბათუმელების“ ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები