LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი დასრულდა – ვინ გახდნენ BIAFF 2018-ის გამარჯვებულები?

47

23 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა.

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.  ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი  კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2018-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – სერგეი რახლინი (აშშ) – თავმჯდომარე, ბენსე ფლიგაფი (უნგრეთი), ოლეგ ნეგინი (რუსეთი),             ალინ ტასჩიანი (თურქეთი), ლევან თუთბერიძე (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

  •        გრანპრი –   „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.
  •              საუკეთესო რეჟისურა  – ალიჩე რორვახერი ფილმისთვის „ბედნიერი ლაზარე“, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/ გერმანია, 2018; 122 წთ.
  •               საუკეთესო მსახიობი მამაკაცი –  ადრიანო ტარდიოლო ფილმში, “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.
  •               საუკეთესო მსახიობი ქალი – ელა სმითი, ფილმში  „რეი და ლიზი”, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ.
  •              ჟიურის სპეციალური პრიზი – „ჰორიზონტი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.   და  „სტიქსი“, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ.

 

BIAFF 2018-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ვიტალი მანსკი (ლატვია) – ჟიურის თავმჯდომარე, ინა როსოვ (გერმანია), ზავენ სარგისიანი (სომხეთი), სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი), მარიამ ჭაჭია (საქართველო), შემდეგი პრიზები გასცა:

  •     საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “მამებისა და შვილების შესახებ”, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017; 99 წთ.
  •        ჟიურის სპეციალური პრიზი – “დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ.

 

BIAFF 2018-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის  ჟიურიმ – ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია), ქეთევან დევდარიანი (საქართველო). ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გასცა პრიზები:

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი –    საშლელი, დავით ფირცხალავა, საქართველო.

ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) –  გადაეცა  ორ ფილმს:

  •                 „ყველა ის არსება“,  ჩარლზ ვილიამსი, ავსტრალია, 2018, 13 წთ.
  •                 „საკვები მიტანით“,   იაზან ალ გჰაზავი, იორდანია, 2018, 22 წთ.

 

BIAFF 2018-ის   ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – გოგი გვახარია , თეო ხატიაშვილი, ლელა ოჩიაური, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმები:

 

  • საუკეთესო მხატვრული ფილმი – „დონბასი“, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018; 121 წთ.
  • ჟიურის სპეციალური მოხსენიება – “ბედნიერი ლაზარე”, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

 

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

  •         ლომერ ახვლედიანი (საქართველო)
  •           გელა კანდელაკი (საქართველო)
  •           სოსო ბარდანაშვილი  (საქართველო)

 

კინოფესტივალის  მედია პარტნიორი სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, „რადიო ფორტუნაც“ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები