LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის 30 მლნ დაიხარჯება

221

ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება იწყება.

აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვა. როგორც “ფორტუნას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმის სანაპირო დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე ძლიერ ეროზიას განიცდის.

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით  2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით  მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.

პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სმაუშაოებზე ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული.  მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  30 მლ ლარით ფინანსდება.

ახალ ბულვარში სანაპიროს დაცვის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად  გაეცნო.

 „დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის ცნობიერების ამაღლებისათვის. იმისათვის, რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს. ამისათვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ გვჭირდება კეთილმოწყობილი პლაჟი. რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო“,- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბათუმის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დადებით ზეგავლენას იქონიებს ტურიზმის განვითარებასა და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზე.

 

პოპულალურები