LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის Subway-ის ნავაჭრმა მოლოდინს გადააჭარბა

183

ბათუმში გახსნილი Subway-ის რესტორნის ნავაჭრმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკული ბრენდი თბილისის ფარგლებს პირველად გასცდა და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ განუცხადა, Subway-ის პირველი რესტორანი ბათუმში 12 ივნისს სავაჭრო ცენტრ ”ბათუმი მოლის” შენობაში გაიხსნა და 20-ამდე ადამიანი დაასაქმა. ინვესტიციის სახით კი აქ ნახევარი მილიონი ლარი ჩაიდო.

”რესტორანი ამ ერთი თვის განმავლობაში ისეთი დატვირთვით ამუშავდა და ნავაჭროთ იმდენად კმაყოფილები ვართ, უკვე დავიწყეთ ფიქრი, ბათუმში მეორე ობიექტის გახსნაზე. სავარაუდოდ, მომავალ წელს, 2018 წლის ზაფხულში Subway-ის კიდევ ორი ობიექტი გაიხსნება აჭარის რეგიონში, ერთი-ბათუმში, მეორე კი-ქობულეთში”, – აღნიშნა ორდენიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლისთვის ამერიკული ბრენდის რესტორნები საქართველოს სხვა რეგიონებშიც შევა. ”ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს. კერძოდ, განვიხილავთ გუდაურში რესტორნის გახსნას, რომელიც სეზონური იქნება და მხოლოდ ზამთარში იმუშავებს. ამასთან, ვგეგმავთ ქუთაისში შესვლასაც- Subway-ის რესტორანი მომავალი წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიხსნება”, – განმარტა Subway-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში.

შეგახსენებთ, “საბვეის” ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს. დღეისათვის “საბვეი” ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 113 ქვეყანაში, 45000-მდე რესტორანს ითვლის. საქართველოში ამჟამად Subway-ის 6 რესტორანი ფუნქციონირებს: 5 თბილისშია განთავსებული, 1 კი- ბათუმში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები