LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

49

ბათუმს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქალაქის ენერგომომარაგება დაზიანებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ ხაზებზე გადართეს. დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები გრძელდება.

ელექტროენერგია მთელ ბათუმში დაახლოებით ერთი საათით იყო გამორთული. მიზეზი, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანება გახდა. ქალაქში ბანკები, კლინიკები და სხვა ობიექტები გენერატორების მეშვეობით მუშაობდა. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ გარკვეული პრობლემები ქუჩებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივაც შექმნა, რადგან გამოირთო შუქნიშნებიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები