ბათუმში, 12 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

199

ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, 12 წლის გოგოსთან სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო. (სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.)

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ. “ბათუმელების” ინფორმაციით, გოგონაზე მეზობლად მცხოვრებმა იძალადა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადისთვის სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების შეზღუდვა ვადით 7-დან 9 წლამდე.

p.s. თავდაპირველად სტატიაში მითითებული იყო, რომ ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს, თუმცა, მოგვიანებით, შსს-ში დაგვიზუსტეს, რომ გაუპატიურებასთან დაკავშირებით შეტყობინება მათთან არ შესულა, არამედ მომხდარი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები