LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 12 წლის მოზარდი დაჭრეს

42

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი მოსწავლე დანით დაჭრეს. 12 წლის მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.

როგორც ბათუმის სასწარფო სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, მოზარდი წვივზე ღია ჭრილობით ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცენტრის ინფორმაციით, ბავშვმა თქვა, რომ სკოლის ეზოში წაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დადგენილია ბრალდებულის ვინაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები